მოსკოვში საჰაერო თავდასხმა მოხდა | მედია

მოსკოვში საჰაერო თავდასხმა მოხდა | მედია

4-07-2023, 09:40 - 2023
1 305
       

რუსული მედია და ტელეგრამ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 4 ივლისს, დილით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ახალ მოსკოვში“ ორი დრონი წყობიდან გამოიყვანეს, ხოლო კიდევ ერთი ჩამოაგდეს კალუგის ოლქში.


სამთავრობო მედია TASS წერს, რომ მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

„წინასწარი მონაცემებით, სამი დრონი სხვადასხვა დროს მოსკოვის მიმართულებით მიემართებოდა. ელექტრონული საშუალებით ორი მათგანი ჩაახშეს ახალ მოსკოვში, ერთი კალუგას ოლქში“, - უთხრა სამთავრობო მედიას წყარომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები