მილიარდერმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

მილიარდერმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

30-06-2023, 01:02 - 2023
1 126
       

რუსმა მილიარდერმა, ბიზნესმენმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. 


ინფორმაციას Forbes-ზე დაყრდნობით The Moscow Times ავრცელებს. 

ცნობილია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის მეექვსე მილიარდერია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. 

მედია წერს, რომ მაკაროვმა 2008-2012 წლებში, ინვესტიციების სანაცვლოდ კვიპროსის პასპორტი მიიღო. ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნესმენი სამ ქვეყანაში - კვიპროსში, აშშ-სა და ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს. 

Forbes-ის მონაცემებით, ის 2,2 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მაკაროვის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ სანქციები დააწესეს.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები