რუსეთში ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსეთში ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

29-06-2023, 17:47 - 2023
1 129
       

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 160 უცხოელი მებრძოლის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის.


ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS ავრცელებს. 

„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად, შეგროვდა მტკიცებულებები ქართველი, ამერიკელი, ლატვიელი, შვედი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მებრძოლების ომში მონაწილეობის შესახებ. ამჟამად, 33 ქვეყნიდან 160 უცხოელის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა“, - ციტირებს TASS საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები