უკრაინელებმა სხვადასხვა მიმართულებით ტერიტორიები გაათავოსიფლეს

უკრაინელებმა სხვადასხვა მიმართულებით ტერიტორიები გაათავოსიფლეს

13-06-2023, 16:24 - 2023
612
       

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი კონტრშეტევის მიმდინარეობისას უკრაინული ჯარის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.


როგორც თავდაცვის მინისტრი Telegram-ზე წერს, ბოლო კვირის განმავლობაში, უკრაინულმა ჯარმა ბახმუტის რეგიონში 250 მეტრით წაიწია წინ, ტორესტკში 200 მეტრით, ხოლო ბერდიანსკის მიმართულებაზე ერთი კილომეტრით.

მალიარის განმარტებით, რუსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნონ, ისინი იყენებენ ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლსა და ავიაციას. 

მისივე ცნობით, ახლა ბრძოლები მიმდინარეობს: მალა ტოკმაჩკის, ნოვოდანილიკის, მაკარივკის, მარიინკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებებზე.

შეგახსენებთ, რომ კონტრშეტევის დაწყება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს დაადასტურა. 

გუშინ, ჰანა მალიარის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, უკრაინელებმა ბოლო კვირის განმავლობაში შვიდი დასახლება გაათავისუფლეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები