„ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“ და „სითი მოლი“ - ეს ის სავაჭრო ცენტრებია, სადაც განგაში გამოცხადდა.
„ისთ ფოინთში“ დღის საათებში უცნობი ზარი შევიდა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.
სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია დაიწყო, შემდეგ კი მთელი დღის მანძილზე მოლი დაიკეტა.
„ისთ ფოინთში“ შემოწმებების დასრულების შემდეგ, კიდევ ორი მოლის ადმინისტრაციამ მიიღო შეტყობინება.
„თბილისი ცენტრალში“ და „სითი მოლში“ შეტყობინებები ღამის საათებში შევიდა, როდესაც ორივე სავაჭრო ცენტრი იკეტებოდა. ორივე მოლში შემოწმებები გამთენიამდე მიმდინარეობდა.
სპეციალისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ იპოვეს.