უკრაინის ხელისუფლებამ თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა.
ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო.
გარდა ამისა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რო ავიაკომპანია რუსებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტული რეისების შესრულებას იწყებს.