რუსეთის ბრიანსკის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, ორი რუსი სამხედრო დაიღუპა.
დრონებით იერიში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მანქანაზე მიიტანეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხ „ბაზაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ ავტომობილს კლიმოვსკის რაიონში თავს 27 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე დაესხნენ.
რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ბრიანსკის ოლქში, დივერსანტები მოქმედებენ.