პოლიციელი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა, ქვეყნიდან გაიქცა.
ზაზა ფანცქალაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკური აქტივისტი ნატო დანელია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსმა ოკუპანტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს მოსახლეობაში ვნებათა ღელვა მოჰყვა და პარლამენტის წინ იმავე საღამოს მასშტაბური აქცია დაიგეგმა, რომელიც სპეცრაზმა და პოლიციამ ძალის გადამეტებით დაშალა. აქციაზე მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ მხედველობა დაკარგა, ათობით ადამიანი კი მძიმედ დაშავდა, მათ შორის იყვენენ ჟურნალისტები და ოპერატორები.
20 ივნისის ღამეს პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამდენიმე პოლიციელი კი მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა, მათ შორის იყო ზაზა ფანცქალაშვილი.