„ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა დღის წესრიგში არ დგას.
„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს.
რაც შეეხება ფრენებს, ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია მარტივად დავაფიქსიროთ პოზიცია, რომელიც არის შემდეგი: თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.