2023 წლის აპრილის თვეში ოკუპანტებმა 45 ქართველი გაიტაცეს

2023 წლის აპრილის თვეში ოკუპანტებმა 45 ქართველი გაიტაცეს

12-05-2023, 16:54 - 2023
385
       

დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ერთ თვეში, 2023 წლის აპრილში, ე.წ. საზღვრის „უკანონო“ კვეთისთვის 45 ადამიანი დააკავეს. 


„2023 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო ზონაში 45 კანონდამრღვევი დააკავეს, მათგან: 21 - სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევი, 24 - სასაზღვრო რეჟიმის“, - წერია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები