რამდენიმე საათში დედამიწას 76-მეტრიანი ასტეროიდი მოუახლოვდება

რამდენიმე საათში დედამიწას 76-მეტრიანი ასტეროიდი მოუახლოვდება
12-05-2023, 00:57 - 2023
362

NASA-ს ცნობით, დედამიწას 76-მეტრიანი ასტეროიდი რამდენიმე საათში ჩაუვლის. 


ასტეროიდის დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,8 მილიონი კმ-ია, ასტეროიდის სიჩქარე საათში 32184 კმ-ია. 

ასტეროიდი 2023 HT4 დედამიწასთან 12 მაისს, გამთენიას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას პოტენციურად საშიშ ობიექტად მიიჩნევს, თუმცა 2023 HT4 არ აკმაყოფილებს ორივე კრიტერიუმს ერთდროულად, ამიტომ ის პოტენციურად საშიშ ასტეროიდან არ ითვლება.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა