გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა და 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილთან გარიგება | „უცნობის“ ნაცნობი წარსული

გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა და 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილთან გარიგება | „უცნობის“ ნაცნობი წარსული
7-05-2023, 14:45 - 2023
469

2007 წლის შემოდგომაზე ოპოზიცია ანტისამთავრობო აქციებს მართავდა, რომელიც 7 ნოემბერს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით სასტიკად დაშალა.

7 ნოემბერს ხელისუფლებამ ასევე დაარბია ტელეკომპანია „იმედი“.

8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 2008 წლის 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნა.

არჩევნების შედეგებით, სააკაშვილმა მეორე ვადით გაპრეზიდენტება შეძლო. შედეგები გაყალბებულად სცნო ოპოზიციამ და აქციები დაანონსა.

გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი ოპოზიციის რიგებში იმ იშვიათი ადამიანების სიაში იყო, რომელსაც აქციებზე ხალხის გამოყვანა მარტივად შეეძლო.

აქციებმა მასშტაბური სახე მიიღო, 2008 წლის 23 იანვარს კი პრეზიდენტის ინაუგურაცია იყო გაგეგმილი.

23 იანვარს სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს, დაგეგმილი აქცია უცნობმა დაშალა და ხალხი არ გამოიყვანა.

წლების შემდეგ უცნობმა თავად აღიარა, რომ 22 იანვარს სააკაშვილს შეხვდა, რომელიც მას ტელევიზიას დაპირდა, თუ აქციებს გააჩერებდა. 

გაჩეჩილაძემ საკუთარი ინტერესები ამჯობინა ხალხის პროტესტს და ქუჩაში გამოსული მოქალაქეები სახლში დააბრუნა.

აღიარებასთან ერთად თავის მართლებაც არ გასჭირვებია და ისიც თქვა, რომ სისხლის ღვრა არ სურდა, ამიტომ ტელევიზიის ჰქონა ამჯობინა აქციის გამართვას.

გაჩეჩილაძისთვის ხალხის ღალატი და საკუთარი ინტერესების წინ დაყენება უცხო არ იქნებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ის 1992 წელს სახელმწიფო გადატრიალებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას და გამსახურდიას მთავრობას ებრძოდა. 

მაშინ რას ჰპირდებოდნენ უცნობს უცნობია, თუმცა ისტორია უცნობის ნაცნობ წარსულს დიდხანს შეინახავს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა