აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამის მიუხედავად, დიპლომატიის სივრცე კვლავ რჩება.
„ამ მომენტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო; ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ამისი გვჯეროდეს. გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები გეგმავენ უკრაინაზე თავდასხმის მცდელობას უახლოეს კვირაში, უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.