Masteri არასრულწლოვანი ბავშვის სექსუალურ შევიწროვებაშია „ბრალდებული“

Masteri არასრულწლოვანი ბავშვის სექსუალურ შევიწროვებაშია „ბრალდებული“

7-05-2023, 02:48 - 2023
1 113
       

მასტერს სექსუალურ შევიწროვებაში ამხელენ. 


ქართველი რეპერის წინააღმდეგ მტკიცებულებები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

მოქალაქე დალი კუკუნაშვილი ამტკიცებს, რომ რეპერმა მის არასრულწლოვან დას უხამსი ესემესები გაუგზავნა. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ მოქალაქესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა პოსტის გამოქვეყნებიდან ძალიან მალევე მისი ანგარიში ქსელიდან გაქრა.

რეპერი კი აპირებს რომ შსს-ს გამოძების დაწყების მოთხოვნით მიმართოს, რადგან ამბობს, რომ ის რაც გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცრუ ბრალდებებია და ამას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

მასტერი ამბობს, რომ ის რაც გუშინ გავრცელდა ფოტოშოპია და თავადაც მარტივად შეუძლია ფოტოშიპით მსგავსი ხასიათის სმს-ის გაკეთება. 

ის ამ ყველაფერს პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმ კლიპის პრემიერას უკავშირდება, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა.

უცნობია, დაიწყო თუ არა გაოძიება შსს-მ იმ სქრინებზე რომელიც დალი კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლევან ბერძენიშვილისადმი მიძღვნილი სიმღერის გამო, რეპერი რადიოებმა დაბლოკეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები