„საქართველოს ფოსტა“ მოსახლეობას კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს - განცხადება

„საქართველოს ფოსტა“ მოსახლეობას კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს - განცხადება

19-02-2022, 01:30 - 2022
927
       

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს.

მათი ცნობით, „საქართველოს ფოსტას“ არ აქვს ვებგვერდთან ინტეგრირებული საბანკო მომსახურება.

„საქართველოს ფოსტის“ განცხადება უცვლელად:

„თაღლითური სქემის მიხედვით, სავარაუდო კიბერდამნაშავეები მომხმარებელს სთავაზობენ გასაყიდი ნივთის საფასურის ანგარიშსწორებას „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდის მეშვეობით. 

მოგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტას“ არ აქვს ვებ-გვერდთან ინტეგრირებული საბანკო მომსახურება. სავარაუდო კიბერდამნაშავეების მიერ შეთავაზებულ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება „საქართველოს ფოსტის“ მსგავსი ყალბი ვებ-გვერდები. 

ამგვარი ყალბი გვერდების მისამართები, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართთან www.gpost.ge.
მოგახსენებთ, რომ გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან და ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებ-გვერდის რეალური მისამართი.

მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები