სერგო შუბითიძე ჩვენებას გამოძიებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.
ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული.
მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სატელევიზიო ინტერვიუზე დაყრდნობით, უკვე დაიწყო გამოძიება მტკიცებულებების შესაძლო გაყალბების საქმეზე.
„ამ ეტაპზე ბატონ სერგოს როგორც უკვე მოგახსენეთ არ სურს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, ინფორმაციის მიწოდება, უკვე მან ისაუბრა საჯაროდ ტელევიზიაში“,- თქვა ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ.