საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსია რეგისტრირებული, მათგან კი ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რაც რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%-ს შეადგენს.
ამასთან, ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელს ინსპექტირებაზე მხოლოდ 18 650 გამოცხადდა, რაც რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 38.8%-ია.
„მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს“, - აცხადებს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაცია.