პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა | ცნობილია, ვინ მოხვდა შეწყალების სიაში

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა | ცნობილია, ვინ მოხვდა შეწყალების სიაში

13-04-2023, 16:28 - 2023
1 081
       

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. 


ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები