„ქართულ ოცნებას“ ექვსი დეპუტატი ტოვებს.
დეპუტატები, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირეს, მმართველ პარტიას ტოვებენ და პარლამენტშიც არ გამოჩენილან.
დადასტურებულად ცნობილია, რომ დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია სახელისუფლო გუნდსა და პარლამენტს ტოვებენ.
საპარლამენტო მანდატი უკვე დატოვა ირაკლი კოვზანაძემ. თუმცა პარტიის დატოვებაზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კოვზანაძის მსგავსად აპირებენ მანდატების დატოვებას - დავით სონღულაშვილი, ნინო იობაშვილი და ელგუჯა გოცირიძე.