საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუშაობს ახალ „თავდაცვის კოდექსზე“, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს ყველა წვევამდელს, მათ შორის იქნებიან სტუდენტებიც, ვინც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა.
დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
„დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი, როგორც გადავადების საფუძველი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.