„ოცნება“ ღიად უპირისპირდება ქვეყნის პარტნიორებს“ - კიდევ ერთი მაღალჩინოსანი მმართველ გუნდის წინააღმდეგ

„ოცნება“ ღიად უპირისპირდება ქვეყნის პარტნიორებს“ - კიდევ ერთი მაღალჩინოსანი მმართველ გუნდის წინააღმდეგ
27-02-2023, 19:23 - 2023
442

„ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას.

ჯანელიძე ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა.

„როგორც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას. ნებისმიერ კანონში, მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს“, - წერს ჯანელიძე.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა