არსებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა დააკავეს

8-02-2023, 08:55 - 2023
669
       

არსებული ინფორმაციით, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში გამთენიისას აიყვანეს. ის აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.


ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.  რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები