სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე.
ამის შესახებ TASS-ს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განზრახული გვაქვს, ტრანსპორტირების დაწყება ამ ზაფხულიდან“, - განაცხადა ვლადიმიროვმა.