საგარეჯოში მომხდარში საზარელი თავდასხმიდან 4 დღის შემდეგ, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი კვლავ გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია დასვენებული.
ყოფილი სამხედროს დაკრძალვაზე ოჯახის წევრები და ახლობლები უარს ამბობენ.
დაკრძალვის ხარჯების დაფარვა, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მოუწევს.
ამ დრომდე უცნობია, როგორ აღმოჩნდა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ათუაშვილის ნაქირავებ ავტოფარეხში.