მოსამართლემ 5 ივლისის მოძალადეებს სასჯელი შეამცირა

მოსამართლემ 5 ივლისის მოძალადეებს სასჯელი შეამცირა
16-01-2023, 15:04 - 2023
295

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა. 


მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძალადე ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა.

პირველი ინსტაციით მათ სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯლი. 

დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს. 

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფების მხარდამჭერებმა მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა