ვანო მერაბიშვილი „ენმ“-ის არჩევნებში მონაწილეობს? - განცხადება

ვანო მერაბიშვილი „ენმ“-ის არჩევნებში მონაწილეობს? - განცხადება
13-01-2023, 13:34 - 2023
384

„მერაბიშვილი ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური აცხადებს.

მისი თქმით, პარტიაში სურთ, ფარდის უკანა მმართველობა იყოს.

„მე მუდმივად ვლაპარაკობდი არაფორმალურ ცენტრზე, საიდანაც იმართება... ვანო მერაბიშვილი, ცხადია, მონაწილეობს ამ [ენმ-ს] არჩევნებში, ოღონდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ირჩევს არა დემოკრატიულ გზას - რომ გამოვიდეს, ღიად ისაუბროს, თავისი ხედვები ღიად წარუდგინოს ქართველ მაყურებელს, ჟურნალისტებს უპასუხოს შეკითხვებზე, მათ შორის, ყველაზე მწვავე შეკითხვებზე, რაც არის იმ მიღწევებზეც, რაც გვქონია სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა გარდაქმნების კუთხით, მაგალითად, პატრულთან, პოლიციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით... ეს კი არ სურთ, ახლა სურთ, რომ ფარდის უკანა მმართველობა იყოს და, რეალურად, პოლიტიკური ტორპედოებით მოახდინონ ოპერირება და ენმ-ზე გავლენების მოხდენა. ეს არის გამორიცხული“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა