თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ავიახაზების ბოინგ 737 დაეშვა, რომლის ბორტზე საქართველოს ათობით მოქალაქე იმყოფებოდა.
ჩარტერული რეისით ჰანოვერიდან სამშობლოდან წასული პირები იძულებით დააბრუნეს.
საქართველოს მოქალაქეები გერმანიის და იტალიის ხელისუფლებამ მასობრივად გამოაძევა.
დეპორტირებულ მოქალაქეებს შორის არიან ევროპაში არალეგალურად მცხოვრები პირებიც.