უკრაინამ ტყვეობიდან კიდევ 50 ჯარისკაცი გაათავისუფლა

უკრაინამ ტყვეობიდან კიდევ 50 ჯარისკაცი გაათავისუფლა

8-01-2023, 19:13 - 2023
374
       

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ის საკუთარ არხზე წერს, რომ რუსული ტყვეობიდან კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს. 


მისი თქმით, გათავისუფლებულთა 
შორის 33 ოფიცერი და 17 რიგითი სერჟანტია.

„ტყვეთა მორიგი წარმატებული გაცვლა. ჩვენ დავაბრუნეთ სახლში 50 ჩვენი ჯარისკაცი. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ჯარების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისა და საზღვარო ძალების ბიჭები.

ჩვენ ვაბრუნებთ ადამიანებს, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავარდნენ ტყვედ, ასევე მარიუპოლის დამცველებს, ბიჭებს დონეცკიდან, ბახმუტიდან, ასევე კიევის რეგიონიდან, ჩერნიგოვის რეგიონიდან, ხერსონის რეგიონიდან და სხვა რეგიონებიდან. ბრძოლა გაგრძელდება“, - წერს ერმაკი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები