მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა

მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა

8-01-2023, 16:18 - 2023
667
       

93 წლის ასაკში მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა. 

ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.

მან 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.

1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი(ი. ვაკელის "რვალი"), სუზონ(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლიდა(გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია(კ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), ქეთო(ვ. როზოვის "ხალისიანი მეგობრები"), დარიკო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მადლენა ბეჟარი(მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება"), ცოლი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა. 

შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიოგადაცემებში. ლამზირა ჩხეიძე იყო საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები