უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსი გენერალი მოკლეს

7-01-2023, 16:57 - 2023
522
       

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა ბახმუტთან მტრის ქვეითი ჯარის წინსვლა შეაჩერეს და ოკუპანტების ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.


როგორც მათი ცნობებიდან ირკვევა, ბახმუტის მახლობლად ერთ-ერთ მარშრუტზე რუსები უკრაინელი დამცველების საგუშაგოზე თავდასხმას გეგმავდნენ.

„თუმცა, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სნაიპერებმა ამის საშუალება არ მისცეს. ჯარისკაცებმა ზუსტი სროლით გაანადგურეს მეთაური და ტყვიამფრქვევი. ოკუპანტებმა, დაკარგეს კონტროლი დანაყოფზე, შეშინდნენ და გაიქცნენ“, - აღნიშნავს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები