ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბელგიაში გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს, ლიზა ქისტაურს აუტფსია ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გარდაცვლილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
რა გახდა ქისტაურის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ბელგიაში საქართველოს საელჩომ, ლიზა ქისტაურის გარდაცვალება გუშინ, 6 იანვარს დაადასტურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართალდამცავებთან.