დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილსა და მთავრობას შორის განახლდა.
დღეს „ელჩების კონფერენციას“ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს პრეზიდენტს პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ გამოუყვეს.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ,,ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაა“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.