The heritage foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 71.8-ით განისაზღვრა, რითაც ქვეყანამ 2022 წლის მაჩვენებლით 26-ე ადგილი დაიკავა.
კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონის 45-ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2019 წლისთვის ძლიერი იყო, 2020 წელს ეკონომიკური ზრდა უარყოფითი აღმოჩნდა და 2021 წელს კვლავ გაუმჯობესდა. სუსტი ფისკალური სიჯანსაღისა და ბიზნესის თავისუფლების შემცირების გამო, ქვეყანაში 2017 წლიდან ეკონომიკური თავისუფლების 4.2 პუნქტით კლება დაფიქსირდა. ვაჭრობის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის ქულები რჩება მყარი, მაგრამ სასამართლოს ეფექტურობა და შრომის თავისუფლება საჭიროებს გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია კვლევაში.