მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს

15-12-2022, 12:54 - 2022
500
       

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურის მიერ მისი დამონტაჟებული კადრების გავრცელების შემდეგ წერილს ავრცელებს. 


მესამე პრეზიდენტი წერს, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. 

„გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? 

ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდოს.

რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“, - ნათქვამია წერილში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები