სკოლებთან დაკავშირებით ჯანდაცვის ექსპერტი განცხადებას აკეთებს

სკოლებთან დაკავშირებით ჯანდაცვის ექსპერტი განცხადებას აკეთებს
16-02-2022, 13:55 - 2022
16 494

ჯანდაცვის ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიხუროს.

მისივე თქმით, ნახევარზე მეტი სკოლა და კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა