თამარ გაბუნია: მარტის ბოლოსკენ უკეთესი მდგომარეობა იქნება

თამარ გაბუნია: მარტის ბოლოსკენ უკეთესი მდგომარეობა იქნება
16-02-2022, 13:41 - 2022
410

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაღმასვლა შეინიშნება.

მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ბოლოსკენ უკეთესი მდგომარეობა იქნება.

„დაღმასვლა შეიმჩნევა. დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად მიუთითებს კლების ტენდენციაზე, თუმცა მაინც კვირის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 000-მდე პაციენტი რჩება, მართვადია ეს ყველაფერი, ასევე პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს. მოლოდინი არის ის, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, დაახლოებით ალბათ მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა, თუმცა რა თქმა უნდა, ადრეა და რთულია ამაზე საუბარი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 55 ადამიანი გარდაიცვალა, 10 894 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა