კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს

7-12-2022, 23:42 - 2022
743
       

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა, აქვს სხვადასხვა დაავადება. 


მან „TV იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შესაბამისობაშია არსებულ დაავადებებთან, დიაგნოზებთან.

„კეთდება ყველა ის საჭირო მანიპულაცია, რაც აუცილებელია. ნუ, შედეგი გვაქვს ის, რაც ნანახია, რაზეც საუბრობენ თუნდაც ჩვენი ექიმები, რაზეც საუბრობენ თუნდაც სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი ექიმები.

რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება, ამას არავინ არ უარყოფს, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნებები, პაციენტი არის ადინამიური, ნაკლებად აქტიურია, გადაადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალების გამოყენებით, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა და ამას ჩვენ ვამბობთ“, - თქვა ჩხაიძემ.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები