„გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს, რატომღაც მიმალავენ“,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ასევე აღნიშნა, სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს.
„წნევა ჰქონდა მაღალი, არადა საერთოდ არ აქვს მაღალი წნევა - შეიძლება ამის ბრალი იყო ან საერთო სისუსტის. პირადად ჩემი მოლოდინია, რომ ყველა ამ დიაგნოზზე დაყრდნობით სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება - ეს არის ძალიან სასწრაფო, რადგან ადამიანი ვერ ჭამს. მეც ვარ იმის მოწმე, რომ უნდა, მაგრამ ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს. ორი ლუკმაც პრობლემაა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.