რა და რამდენით გაძვირდა? - წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა

რა და რამდენით გაძვირდა? - წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა

2-12-2022, 14:01 - 2022
443
       

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა.


წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

• ბოსტნეული და ბაღჩეული - 26.0 პროცენტი

• პური და პურპროდუქტები - 23.8 პროცენტი

• მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 22.0 პროცენტი

• ყავა, ჩაი და კაკაო -19.5 პროცენტი

• რძე, ყველი და კვერცხი - 18.3 პროცენტი

• შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 15.7 პროცენტი

• თევზეული - 13.6 პროცენტი

• ზეთი და ცხიმი - 10.1 პროცენტი

• ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.1 პროცენტი

• ხილი და ყურძენი - 6.9 პროცენტი

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4 პროცენტიანი მატება, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

• ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 34.1 პროცენტი

• საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 11.8 პროცენტი

• ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 5.6 პროცენტი

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით:

• ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე - 13.8 პროცენტი, 

• პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 8.2 პროცენტი

• სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 2.1 პროცენტი

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები