მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ოთხი ოპერაცია ესაჭიროება.
ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხსდა.
"ჩვენი საერთაშორისო კოლეგების, პროფესორი კობის განმარტებით, მას [მიხეილ სააკაშვილს] ესაჭიროება რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია, ვინაიდან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ მდგომარეობა არის მძიმე და სავალალო, ეს დავთვალეთ, დაახლოებით 4 ოპერაციაზეა საუბარი", - ამბობს ჯიშკარიანი.