„რუსეთისგან თავდასხმას ღამის 01:00 საათზე ველოდებით“ - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

„რუსეთისგან თავდასხმას ღამის 01:00 საათზე ველოდებით“ - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

16-02-2022, 00:25 - 2022
1 469
       

სამხედრო ექსპერტი და ჟურნალისტი იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში ოკუპირებული დონბასიდან პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ წუთებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

მისივე თქმით, უკრაინა ნებისმიერი მიმართულებით შესაძლო შეტევისთვის ემზადება, რადგან კოსმოსური დაზვერვის მონაცემები საზღვრიდან რუსული ჯარების რეალურ უკანდახევას არ აჩვენებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. ყველა შვებულება გაუქმდა და არმიის ბრიგადები განლაგდნენ მისადგომებზე, რათა დაფარონ დიდი ქალაქები რუსეთის შესაძლო შეტევისგან. 

ჯარებმა მიიღეს საბრძოლო მასალის სრული ნაკრები და ყველა სამხედრო მოსამსახურეს დაევალა გადაადგილება ექსკლუზიურად იარაღით.

კოსმოსური დაზვერვის მონაცემები ჯერ არ აჩვენებს რუსული ჯარების რეალურ უკანდახევას ჩვენი საზღვრიდან. ამიტომ უკრაინა ემზადება ნებისმიერი მიმართულებით შესაძლო შეტევისთვის.

ახლა დონბასში ვარ. ვხედავ, რამდენად კონცენტრირებულები არიან ჩვენი ჯარისკაცები. აქ თავდასხმის საფრთხე არ იწვევს ზედმეტ ნერვიულობას. კითხულობენ ამბებს და დასცინიან მათ, ვინც ასეთ დროს ტოვებს სამშობლოს.

ჩვენი მოკავშირეების დაზვერვის თანახმად, რუსეთი ამაღამ, 16 თებერვლის 01:00 საათზე ამზადებს დარტყმას. 

ომი უკრაინელებს არ აშინებს, ერი ბრძოლისთვის ემზადება. გელოდებით“, - წერს იური ბუტუსოვი.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები