ხაშურში დედაო გაქურდეს და გააუპატიურეს - დააკავეს ორი პირი

ხაშურში დედაო გაქურდეს და გააუპატიურეს - დააკავეს ორი პირი

26-11-2022, 12:10 - 2022
1 817
       

ხაშურში ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის საქმეზე 2 პირი დააკავეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, უცნობი პირები მონასტერში შეიჭრნენ და მონაზონს თავს დაესხნენ, მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ასევე, მონაზონზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს.

მომხდარზე გამოძიება 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები