დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს და ციხეში ყოფნა არ მოსწონს

დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს და ციხეში ყოფნა არ მოსწონს

25-11-2022, 22:18 - 2022
728
       

"მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს და ციხეში ყოფნა არ მოსწონს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

"როგორც წესი, სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე თავისთავად ხომ არ არის, არა? ამ ქვეყანაში ბევრი მსჯავრდებული გვყავს, რომელსაც მართლა მძიმე დაავადებები აქვს, მაგრამ ციხის საავადმყოფოს პირობებში მკურნალობენ. ახლა უნდა გამოვყოთ ერთი ადამიანი, რომელსაც დეპრესია აქვს და ციხეში ყოფნა არ მოსწონს და ამიტომ, სასჯელი უნდა გადავუვადოთ იმ იმედით, რომ ოდესმე მოეწონება და დაბრუნდება, თუ როგორ?", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

       
პოპულარული