"არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის გადაცემა Hard Talk-ის ჟურნალისტთან, ზეინაბ ბადავისთან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამიწვევს.
"მე მაქვს შეწყალების უფლება, მაგრამ არ ვიყენებ მარტივი მიზეზის გამო - მისი გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამიწვევს.
მე არ მინდა, ყოფილი პრეზიდებტი ციხეში მოკვდეს. ყურადღებით ვაკვირდები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, ახლა მზადდება ახალი, საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში. ის 6 თვეზე მეტია საავადმყოფოში იმყოფება. მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება, სასამართლომ უნდა მიიღოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.