საქართველოში რუსული რუბლით ვაჭრობა მიმდინარეობს? - ჟურნალისტური გამოძიება

საქართველოში რუსული რუბლით ვაჭრობა მიმდინარეობს? - ჟურნალისტური გამოძიება

19-11-2022, 23:39 - 2022
533
       

საქართველოს სხვადასხვა ობიექტებში რუსული რუბლით ვაჭრობა მიმდინარეობს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
 
კერძოდ, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტები მივიდნენ რამდენიმე ჯიხურსა და მაღაზიაში, სადაც გაეცნენ როგორც რუსი ტურისტები და რუსული რუბლებით იყიდეს საკვები პროდუქტები, სიგარეტი, ასევე შეძლეს საწვავის შეძენაც.
 
„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტური გამოძიება ნატახტარი-ფასანაურის გზაზე, მარნეულისა და წითელი ხიდის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც ცნობილია, რუსული რუბლით გაყიდული პროდუქცია აღრიცხვაზე არ არის და გამყიდველი მყიდველს ჩეკს არ აძლევს.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება და სხვა ნებისმიერ ვალუტაში ვაჭრობა იკრძალება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები