სააკაშვილი მოწამლულია - ადვოკატის განცხადება

სააკაშვილი მოწამლულია - ადვოკატის განცხადება

19-11-2022, 16:40 - 2022
496
       

„მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
 
როგორც ადვოკატი განმარტავს, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს.
 
უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაა. კვლევის ნაწილში არის მონაცემები თუ რა ელემენტები და ნაწილაკები ნახეს და რომელი მომწამლავი ნივთიერებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნაწილაკები. გამოკვლევის მთელი სერიაა. ხოლო თუ რა მომწამლავ ნივთიერებებზეა საუბარი ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. გიდასტურებთ ფაქტს, რომ მოწამლულია.

ყველა დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს შეიძლება ამ მოწამვლით იყოს გამოწვეული. თვითონ ინფორმირებულია, დიდი ხანია ეჭვი ჰქონდა, რომ მოწამლული იყო. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა მისი დაავადებები
“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები