უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, სერხი კრუკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომის შედეგად უკრაინის 30% დანაღმულია.
მისივე თქმით, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინტენსიური განაღმვა მიმდინარეობს.
„იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგია აღდგება და სასიცოცხლო ინსტრასტრუქტურა კვლავ დაიწყებს მუშობას. იქ მომუშავე სამსახურებს რამდენიმე თვე დასჭირდება“, - განაცხადა კრუკმა.