უკან დახევა თუ მორიგი ტყუილი - რუსეთს სამხედროების ნაწილი უკრაინის საზღვრიდან გაყავს

უკან დახევა თუ მორიგი ტყუილი - რუსეთს სამხედროების ნაწილი უკრაინის საზღვრიდან გაყავს

15-02-2022, 15:28 - 2022
1 691
       

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კორაშენკოვის თქმით, წვრთნების პარალელურად, მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად მზადება დაიწყეს რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ჯარისკაცებმა. 

უკან დაბრუნების პროცესი ოფიციალური ინფორმაციით სამშაბათს, 15 თებერვალს დაიწყება.

რუსული მხარის ინფორმაციით დაწყებულია სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვა. 

სამხედრო მომზადების აქტივობების დასრულების შემდეგ, ისე, როგორც ყოველთვის, სამხედროები დაიწყებენ ერთობლივ მსვლელობას მუდმივი დისლოკაციის პუნქტების მიმართულებით. 

სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების დანაყოფებმა, რომლებმაც დავალებები შეასრულეს, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვა და დღეს დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო გარნიზონებისკენ“, - განაცხადა იგორ კორაშენკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინას ოლიმპიადის დასრულებამდე დაესხმებოდა თავს, ხოლო აშშ-ს მოქალაქეებს 48 საათში უკრაინის დატოვება მოსთხოვეს. 

გუშინ საღამოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას 16 თებერვალს ელიან, იმავე ღამით რუსული მძიმე ტექნიკა საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები