„აშშ ახლა ცდილობს, თავიდან აიცილოს სისხლიანი ომი“ - ბაიდენის მრჩეველი

„აშშ ახლა ცდილობს, თავიდან აიცილოს სისხლიანი ომი“ - ბაიდენის მრჩეველი

12-02-2022, 00:53 - 2022
735
       

„აშშ ახლა ცდილობს, თავიდან აიცილოს სისხლიანი ომი“, - ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ამერიკელებს მიმართა და თქვა, რომ საჭიროა, ახლა ამერიკის მოქალაქეებმა წინდახედულობა გამოიჩინონ და დროულად დატოვონ უკრაინა. 

თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ თვალებს დაუჯეროთ, რომ რუსებმა შექმნეს შესაძლებლობები უკრაინის წინააღმდეგ, რათა განახორციელონ მასიური სამხედრო ოპერაციის ჩატარება როდესაც ამას გადაწყვეტენ... 

ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმარისად მაღალია და საფრთხე- მყისიერი.

საჭიროა წინდახედულობა. თუ დარჩებით, თქვენ იღებთ რისკებს და არ გაქვთ გარანტია იმისა, რომ წასვლის სხვა შესაძლებლობა გექნებათ“, - განაცხადა სალივანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები