შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინის მახლობლად განლაგებულმა რუსულმა შენაერთებმა „თავდასხმის პოზიციაზე“ განლაგება დაიწყეს.
მათი ცნობით, ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა შეკრების ადგილები უკვე დატოვეს.
ჯერჯერობით კონკრეტულად უცნობია, თუ რა ფორმით განხორციელდება თავდასხმა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეიჭრას.